2019 წლის 9 ოქტომბერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიას დაარსებიდან 26 წელი შეუსრულდა.
ამასთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურება აღსრულდა წმიდა ნინოს სახელობის ტაძარში.
ვულოცავთ ყველას ამ საზეიმო თარიღს, განსაკუთრებით მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა ეს დაწესებულება.