საჯარო ლექცია თემაზე: ქრისტიანობა და ფილოსოფია
ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია , თემაზე: ქრისტიანობა და ფილოსოფია.
ლექციას უძღვებოდა, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი და ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის, ფილოსოფიის პედაგოგი ლაშა ხალვაში.
მომხსენებელმა ისაუბრა ფილოსოფიისა და ქრისტიანობის ურთიერთმიმართებაზე. ზემოთ ხსენებულ თემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო , როგორც ანტიკურ მოაზროვნეთა ( სოკრატე, არისტოტელე, პლატონი) შეხედულებები, ასევე ქრისტიან მოღვაწეთა ნაშრომთა მიმოხილვა ( იუსტინე მარტვილი (ფილოსოფოსი), კლიმენტი ალექსანდრიელი, ათანასე ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, მაქსიმე აღმსარებელი, იოანე დამასკელი, ფოტი პატრიარქი, გრიგოლ პალამა, იოანე პეტრიწი და სხვა...)
ლექცია დასრულდა კითხვა-პასუხის ფორმატით, სადაც აუდიტორიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო.