
წმ. იოანე ღვთისმეტყველის ბათუმის სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის ფაკულტეტზე ცხადდება აბიტურიენთა მიღება 2025-2026 სასწავლო წლისათვის.
სწავლა უფასოა.
ბათუმის სასულიერო სემინარიას გავლილი აქვს ავტორიზაცია.
სასწავლებელში მიიღებიან მხოლოდ ვაჟები.
ბათუმის სასულიერო სემინარიის საბაკალავრო პროგრამის შიდა გამოცდებზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
სასწავლებელი სტუდენტებს უზრუნველყოფს საცხოვრებლით წინასწარი შეთანხმებისა და გასაუბრების საფუძველზე.