• 1.jpg
  • 2.jpg

არქიეპისკოპოს ამბერკი ტაუშევის წიგნის- „ლიტურგიკა“ - თარგმანი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიის ორგანიზებით ქართულად ითარგმნა არქიეპისკოპოს ამბერკი ტაუშევის წიგნი - „ლიტურგიკა“.

 ტექსტი რუსულიდან თარგმნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიის პრორექტორმა, ლიტურგიკის პედაგოგმა მღვდელმა გიორგი შაინიძემ და წარადგინა ფართო აუდიტორიის წინაშე. წიგნის პრეზენტაცია შედგა 2018 წლის 27 მარტს. პრეზენტაციაზე ისაუბრეს ავტორის ბიოგრაფიაზე, შრომებზე და მის დამსახურებაზე მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, ასევე წიგნის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს არის ლიტურგიკის სახელმძღვანელოს პირველი სრული ქართული თარგმანი.

  • 20180327_121925
  • 20180327_122057
  • 20180327_122135
  • 20180327_122649
  • 20180327_122821

 

 

  • წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარია
  • მის: დემეტრე თავდადებულის №49
  • ელ.ფოსტა: seminari@batumiseminari.ge
  • ტელეფონი: +995 0422 24 40 81
© ყველა უფლება დაცულია 2020 ბათუმის სასულიერო სემინარია სემინარია

Search